არაკანელი მუსლიმების დახმარებას თურქეთი ისევ აგრძელებს

მიანმარში ძალადობას გაქცეული არაკანელი მუსლიმების დახმარებას თურქეთი ისევ აგრძელებს

852323
არაკანელი მუსლიმების დახმარებას თურქეთი ისევ აგრძელებს

მიანმარში ძალადობას გაქცეული არაკანელი მუსლიმების დახმარებას თურქეთი ისევ აგრძელებს.

თურქეთმა რეგიონში 20 ათასი კონტეინერის სახლის მშენებლობის გადაწყვეტილება 25 ათასამდე გაზარდა.

ვიცეპრემიერი რეჯებ აქდაღი ბანგლადეშის კატასტროფების მართვისა და დახმარების მინისტრს მოზაფალ ჰოსაინ ჩოვდურს შეხვდა.  

აქდაღმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დღის წესრიგში არაკანელი მუსლიმებისათვის გასაწევი დახმარება ჩადგა.

„წლის ბოლომდე ბანგლადეშში არაკანელი მუსლიმების საცხოვრებელ რეგიონში 2 საველე საავადმყოფოს ავაგებთ. ამასთან ერთად 10 სამედიცინო პუნქტს გავხსნით.“ -განაცხადა თურქეთის ვიცეპრემიერმა.

ამასთანავე აღინიშნა, რომ დახმარების ფარგლებში, ბანგლადეშის საზღვარზე მდებარე კოქს ბაზარის ბანაკში მცხოვრებთათვის სუფთა წყლის ჭების გაკეთება გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები