ქალინმა ინტერვიუ მისცა France 24-ს

იგი შეეხო აქტუალურ საკითხებს

851479
ქალინმა ინტერვიუ მისცა France 24-ს

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ სამაუწყებლო ორგანო France 24-ს და შეფასება მისაც რა ნორვეგიაში, ნატოს წვრთნებზე მომხდარ ინციდენტს, თქვა, რომ 50 წელზე მეტია რაც თურქეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრია, მტკიცე მოკავშირეებს წარმოადგენენ და მრავალ ერთობლივ წვრთნებშიც მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ, ის რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როცა მორიგ ერთობლივ წვრთნაზე მტრის სამიზნედ ათათურქისა და ერდოღანის სურათები გამოკიდეს და ამით დაამცირეს და შეურაცხყოფა მიაყენეს თურქეთის ლიდერებს, ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია.

მისივე თქმით, მართალია ნატოს მაღალჩინოსნებმა ოფიციალური ბოდიში მოუხადეს ანკარას და დამნაშავენი გაათავისუფლეს სამსახურიდან, მაგრამ, ეს არ კმარა, აუცილებლად უნდა დაიწყონ ამ საქმის მოკვლევა, რამეთუ ასეთი დამცირება არ ეკადრება სამხედრო მოკავშირეს და პარტნიორს.

იგი შეეხო თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობებში წარმოქმნილ დაძაბულობასაც და თქვა, რომ დადგა დრო, რათა ვაშინგტონმა შეწყვიტოს ყოველგვარი კავშირები ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიულ ფრთა PYD/YPG-თან, რადგან, ამის პირობას აძლევდა ანკარას და მას შემდეგ, რაც სირიის ქალაქი რაკკა გაათავისუფლეს დეაშისგან, ეს პირობა უნდა შეასრულოს.

ამერიკა ტერორისტულად მიიჩნევს პკკ-ას და აქედან გამომდინარე ტერორისტულად უნდა აღიაროს PYD/YPG-ც, მაგრამ, ამ უკანასკნელებს მოკავშირედ მიიჩნევს და დიდძალ სამხედრო დახმარებასაც უჩენს, რაც ანკარისთვის მიუღებელია.

ქალინის თქმითვე მეორე უთანხმოება ორ ქვეყანას შორის ფეტულაჰ გულენის საკითხშია. ანკარა 2016 წლის პუტჩის შემდეგ გამუდმებით ითხოვს პენსილვანიაში მცხოვრები გულენის ექსტრადაციას, ამ მიზნით საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტებიც წარუდგინეს შესაბამის ორგანოებს, მაგრამ, დღემდე არ გადმოუციათ არც გულენი და არც სხვა დამნაშავენი.

პრეს სპიკერი ბოლოს ასტანის პროცესსაც შეეხო და თქვა, რომ მომავალი მოლაპარაკებები სირიაში დაპირისპირებულ მხარეებსა და გარანტიორ ქვეყნებს შორის, ასტანის შეთანხმების ფარგლებში უნდა წარიმართოს   



მსგავსი ინფორმაციები