პარლამენტის თავჯდომარემ სავარძელი შეინარჩუნა

პარლამენტის თავჯდომარემ სავარძელი შეინარჩუნა

851316
პარლამენტის თავჯდომარემ სავარძელი შეინარჩუნა

დღეს, თურქეთის პარლამენტში თავჯდომარის არჩევნები გაიმართა, რომელშიც სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კანდიდატმა ისმაილ ქაჰრამანმა გაიმარჯვა. არჩევნების პირველ და მეორე ტურში პარლამენტის თავჯდომარეების კანდიდატებმა საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მოიპოვეს რა, მესამე ტურის არჩევნები ჩატარდა. 509 დეპუტატის მონაწილეობით გამართულ მესამე ტურის არჩევნებში, AKP-ს კანდიდატმა, ისმაილ ქაჰრამანმა 289, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) კანდიდატმა, ზექერია თემიზელმა 124, სახალხო დემოკრატიული  პარტიის (HDP) კანდიდატმა, სელმა ირმაქმა 37, ეროვნული მოძრაობის პარტიის (MHP)  კანდიდატმა, ჯელალ ადანმა 36, ხოლო  İYİ (კარგი) პარტიის კანდიდატმა, იუსუფ ჰალაჩოღლუმ კი 7 ხმა მიიღო. პარლამეტის თავჯდომარის არჩევნებში 16 ხმა ბათილად იქნა ცნობილი. ამ შედეგების მიხედვით პარლამენტის თავჯდომარე ხელმეორედ,   სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კანდიდატი, ისმაილ ქაჰრამანი გახდა.



მსგავსი ინფორმაციები