დღეს, ათათურქის გარდაცვალების 79-ე წლისთავია

ერდოღანმა მავზოლეუმის საპატიო წიგნაკში ჩანაწერი დატოვა

844799
დღეს, ათათურქის გარდაცვალების 79-ე წლისთავია

დღეს, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 79-ე წლისთავია და ეს თარიღი ქვეყნის ოთხივ კუთხეში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

ანკარაში პირველი ღონისძიება, როგორც ყოველთვის, ქვეყნის ლიდერებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების ათათურქის მავზოლეუმში, ანითკაბირზე მისვლით და მისი გვირგვინის შემკობით დაიწყო, რის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა ანითკაბირის საპატიო წიგნაკში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

"თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის დიდი მებრძოლის და ბელადის, ქემალ ათათურქის სახელს მისი გარდაცვალების 79-ე წლისთავზეც თაყვანისცემით, მოწიწებით და პატივისცემით მოვიხსენიებთ. ჩვენ ვაგრძელებთ დღე და ღამე მუშაობას იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა და დანატოვარია ათათურქისგან და რომლის მიზანია თურქეთის თანამედროვე ცივილიზაციის დონეზე აყვანა“, ხაზგასმულია ერდოღანის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები