თურქეთი იუნესკოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული
თურქეთი იუნესკოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე იუნესკოს 39-ე გენერალურ კონფერენციაზე აღმასრულებელი კომიტეტის წევრები გამოვლინდა. თურქეთი 2017-2021 წლებს შორის პერიოდისათვის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული რა, მას იუნესკოს 195 წევრი ქვეყნიდან 134-მა დაუჭირა მხარი. იუნესკოს აღმასრულებელი კომიტეტი 58 წევრი ქვეყნისგან შესდგება რა, მათი მოვალეობა, წელიწადში ორჯერ შეხვედრის გამართვა და იუნესკოსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაა. ამით თურქეთმა იუნესკოს 195 წევრ ქვეყანას შორის გადაწყვეტილების მიმღებ 58 წევრს შორის მოხვდა რა, გლობალური განათლების, მეცნიერების და კულტურის თვალსაზრისით მისაღებ გადაწყვეტილებებში მასაც მიეცა რეაგირების მოხდენის შესაძლებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომელშიც წერია: „ჩვენი ქვეყანა 2005 წლიდან ელოდება აღმასრულებელ კომიტეტში წევრად მოხვედრას, მაგრამ მას, ეს უფლება 2017-2021 წლებისთვის მიეცა. ჩვენ იუნესკოს იდეალების გვჯერა და სწორედ ამ თვალსაზრისით ორგანიზაციის ქვეკომიტეტებთან მუშაობას ისე გავაგრძელებთ, როგორც აღმასრულებელი საბჭოს წევრი. წინასაარჩევნო კამპანიისათვის კულტურის-ტურიზმის და განათლების სამინისტროს გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით.“ საკითხს თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ომერ ჩელიქიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიო მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი როლის შემტან იუნესკოსათვის თურქეთი დიდ ენერგიას უზრუნველყოფს.