თურქი პრემიერი აშშ-ს გაემგზავრა

გამგზავრების წინ მან პრეს კონფერენცია გამართა

842447
თურქი პრემიერი აშშ-ს გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აშშ-ში გამგზავრების წინ ანკარის ესენბოღას აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა და დღის წესრიგი შეაფასა.

იგი შეეხო თურქეთ-აშშ-ს შორის ვიზების გაცემაზე შეზღუდვის დღეიდან ნაწილობრივ მოხსნას და პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს ერთმანეთისადმი გარანტიების მიცემის თაობაზე, თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ერთმანეთის მოქალაქეების დაკავებაზე გარანტიების მიცემაზე მოლაპარაკებების გამართვა, არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოების პრინციპებს, რადგან, თურქეთს და ამერიკას თავ-თავიანთი სამართლებრივი კანონები გააჩნიათ და ორივენი ამ კანონებზე დაყრდნობით მოქმედებენ.

“ვაშინგტონსა და ნიუ ორკში ჩვენ განვიხილავთ როგორც სირიის და ერაყის საკითხებს, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების, FETO-ს,  PKK-ას, მისი სირიული ფრთის PYD/YPG-ს და კიდევ DEAŞ-ის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის საკითხებს“, განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციისადმი საჭირო მრავალი მტკიცებულება გაუგზავნეს ამერიკას და ახლა მათი სასამართლოსგან დადებითი ნაბიჯის გადადგმას ელიან



მსგავსი ინფორმაციები