ენთუზიაზმით აღინიშნა რესპუბლიკის წლისთავი

ენთუზიაზმით აღინიშნა რესპუბლიკის წლისთავი ენთუზიაზმით აღინიშნა ქვეყნის მასშტაბით

837034
ენთუზიაზმით აღინიშნა რესპუბლიკის წლისთავი

  თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავი, ენთუზიაზმით აღინიშნა ქვეყნის მასშტაბით, ანტალიაში დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა, 4 კილომეტრიან მანძილზე ხელით ატარა  600 მეტრის თურქული დროშა. მერსინში, 29 ოქტომბერი აღინიშნა ზღვაში.

რესპუბლიკის 94 წლის იუბილე 29 ოქტომბერს ანტალიაში აღინიშნა კონიალთის სანაპიროზე.

საზეიმო ღონისძიებები დაიწყო 28 ოქტომბერს. ათასობით ანტალიელმა მოიყარა თავი ზღვის სანაპიროზე. 

თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, გაზი მუსტაფა ქემალის, 600 მეტრი სიგრძის გიგანტური პლაკატი დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა ატარა 4 კილომეტრიან მანძილზე.  

მერსინში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებმა, 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღესასწაული აღნიშნეს ზღვის სანაპიროზე. მყვინთავი პედაგოგების ზედამხედველობით მოახდინეს წყლის ქვეშ ცურვა.

29 კვადრატული მეტრის თურქული დროშა გაიშალა ზღვაში.

დიარბექირში, ეს დღე აღინიშნა საგუბერნატოროს წინ. ჰეგემონობის სასიხარულო დღეს მცირე წლოვანი ბავშვებიც შეუერთდნენ თურქული დროშებით.

ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში გამარჯვებულებს გადაეცათ ჯილდოები.

ერთად იზეიმეს ეს დღე, გაზიანთეპში ავადმყოფებმა, უნარშეზღუდულებმა და სათნოების სახლის მაცხოვრებლებმა.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, პოეზიის საღამო.  

ერზრუმში, თურქული ხალხური სიმღერები ერობლივად  იმღერეს მეჰთერებმა და სამხედრო  ბანდომ.  ნოსტალგიური ჩვენება გაიმართა მალათიაში. დაუვიწყარი კავკასიური ფოლკლორული ცეკვები და სიმღერები გაიმართა ყარსში.  რესპუბლიკის დღე საზეიმოდ აღინიშნა ბათმანსა და სინოპშიც.



მსგავსი ინფორმაციები