თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 43/ 2017
დ-8-ა, მეცხრე სამიტი
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 43/ 2017
დ-8-ა, მეცხრე სამიტი
D-8-თა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-9-ე სამიტი, ჩატარდა სტამბოლში, 20 ოქტომბერს, ლუთფუ ქირდარის კულტურის და კონგრესის ცენტრში.
დღეს გავაანალიზებთ D-8-თა სამიტს და მის ზეგავლენას რეგიონზე.
გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...
სტამბოლში გამართულ დ-8-თა მეცხრე სამიტს, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თეიუბ ერდოღანის სპეციალური მოწვევით შეუერთდა თურქეთის, ირანის, პაკისტანის, ბანგლადეშის, მალაიზიის, ინდონეზიის, ეგვიპტისა და ნიგერიის ლიდერების გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
D-8-თა ალიანსის დაფუძნების შესახებ პირველი ნაბიჯი გადაიდგა 1996 წლის 22 ოქტომბერს, სტამბოლში, თურქეთის მასპინძლობით ირანის, პაკისტანის, ბანგლადეშის, მალაიზიის, ინდონეზიის ეგვიპტის და ნიგერიის მონაწილეობით ჩატარებულ „განვითარება, თანამშრომლობის კონფერენციაზე“. ალიანსი ოფიციალურად დაფუძნდა 1997 წლის 15 ივნისს, სახელმწიფოს და მთავრობის ლიდერების მონაწილეობით გამართულ სამიტზე. D-8-თა დროშაზე გამოსახულია 6 ვარსკვლავი, რომელიც არის 6 ძირითადი პრინციპის სიმბოლური გამოსახულება. ესენია:-„ომი არა, მშვიდობა, ომი არა, დიალოგი, ორმაგი სტანდარტი არა, სამართალი, უპირატესობა არა, თანასწორობა, ექსპლოატაცია არა, თანამშრომლობა, ზეწოლა და დომინანტობა არა, ადამიანის უფლებები, „თავისუფლება და დემოკრატია“.
სტამბოლის სამიტზე, D-8-ა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-9-ე სამიტის როტაციული თავმჯდომარეობა თურქეთმა გადაიბარა პაკისტანისგან. მეცხრე სამიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ემთხვევა ორგანიზაციის დაფუძნების მეოცე წლისთავს და ჩატარდა თემაზე:-„შესაძლებლობების გაფართოება თანამშრომლობის გზით,“. სამიტის შემდეგ დახურვის ცერემონიაზე მოხსენებით გამოვიდა პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, რომელმაც გამოაცხადა ირანში, D-8-თა უნივერსიტეტის დაფუძნება, წევრ ქვეყნებს შორის 100 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობის 500 მილიარდ დოლარამდე გაზრდა და ამ პროცესში არა უცხოური ვალუტის, არამედ ადგილობრივი ვალუტის გამოყენებით, გაცვლითი სისტემის ჩამოყალიბება. სწორედ ეს გახდა სამიტის საყურადღებო სათაურები. ერდოღანის მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა D-8-ების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გაიოლებაზე და წევრების რაოდენობის 20-დე გაზრდაზე. ეს მოასწავებდა თურქეთის თანა თავჯდომარეობის პროცესის დინამიურობას.
D-8 წევრი სახელმწიფოები, ამავე დროს არიან ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (İİT) წევრები. ეს ქვეყნები ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების დონით, კომერციული პოტენციალით და მოსახლეობის მხრივ, წამყვანი ქვეყნების რიგებში იკავებენ ადგილს. D-8-თა მიზანია განვითარებადი ქვეყნების, მსოფლიო ეკონომიკაში თავიანთი პოზიციების გაუმჯობესება, სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია და სავაჭრო სფეროში, წევრ სახელმწიფოებთან, ახალი შესაძლებლობების შექმნა, საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებში მონაწილეობის გაძლიერება, ხალხის ცხოვრების სტანდარტების ამაღლება. D-8-ა, რომელსაც თავისი პრინციპებით და მომცველი ტერიტორიებით, გლობალური ფორმირების ფუნქცია გააჩნია, ღიაა ყველა განვითარებადი ქვეყნებისთვის. D-8-ა სახელმწიფოების ფარგლებში, თანამშრომლობა, ძირითადად ხორციელდება სექტორულ საფუძველზე. საკოორდინაციო თანამშრომლობითი სამუშაოების კოორდინაციას თურქეთი წარმართავს ინდუსტრიის, ჯანმრთელობის და გარემოს; ბანგლადეში, პერიფერიული რეგიონების განვითარების, ინდონეზია, სიღარიბესთნ ბრძოლის და ადამიანური რესურსების; ირანი, მეცნიერების და ტექნოლოგიის, მალაიზია, ფინანსების, საბანკო და პრივატიზაციის, ეგვიპტე, ვაჭრობის, ნიგერია, ენერგეტიკის, პაკისტანი კი სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის ფარგლებში.
ამავე დროს, სტამბოლის D-8 სამიტი, მიზნად ისახავს წევრი სახელმწიფოების მსოფლიო ეკონომიკაში თვითმყოფადობის გაძლიერებას.
2016 წელში ახლანდელი მონაცემებით, D-8-თაშიდა პროდუქტი შეადგენს, მთლიანი გლობალური შიდა პროდუქტის 5 %-ს. ამ დიდი ეკონომიკის ნახევარს, თავის-თავზე იღებს ორი დიდი მოცულობის წევრი სახელმწიფო. 932 მილიარდი დოლარით, წევრი სახელმწიფოების ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი მოდის ინდონეზიაზე, მას 858 მილიარდი დოლარით მიჰყვება თურქეთი, 400 მილიარდი დოლარით ნიგერია და ირანი, ეგვიპტის ეკონომიკის სიდიდე კი, უტოლდება 336 მილიარდ დოლარს. ბოლო რიგებში არიან მიყოლებით:-მალაიზია 296, პაკისტანი 284 და ბანგლადეში 221 მილიარდი დოლარით.
D-8 ქვეყნების ეკონომიკის მდგრადი სახით გაძლიერებისთვის საჭიროა ინვესტიციის, პროდუქტიულობის, კონკურენტ უნარიანობის გასაზრდელად რეფორმების ჩატარება. ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისთვის სწორი, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასთან ერთად, გულწრფელი და ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობა. სტამბოლის სამიტი, გარემომცველი რეგიონებში მიმდინარე მეტად მგრძნობიარე მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია თურქეთისთვის სტრატეგიული ალიანსის გაფართოებისთვის, ევრაზიულ რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
ეს გახლდათ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...
მსგავსი ინფორმაციები
ერდოღანი: „თუ (PKK) YPG არ დაყრის იარაღს, ისინი ვერ შეძლებენ თავის დაღწევას მწარე ბედიდან“
ერდოღანი: „თუ (PKK) YPG არ დაყრის იარაღს, ისინი ვერ შეძლებენ თავის დაღწევას მწარე ბედიდან“