თურქეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული თავლსაზრისით დონორი ქვეყანაა

თურქეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული თავლსაზრისით დონორი ქვეყანაა

832950
თურქეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული თავლსაზრისით დონორი ქვეყანაა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდმა განაცხადა, რომ თურქეთმა, არაკანელი მუსლიმებისათვის გაწეული დახმარებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი   საერთაშორისო ჰუმანიტარული თავლსაზრისით დონორი ქვეყანაა. ფილიპო გრანდიმ ამის შესახებ, ევროკავშირისა და კუვეიტის მიერ ორგანიზებულ თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო დახმარების,   მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) კონფერენციაზე მონაწილეობის დროს თურქეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ აჟანს“-თან (AA) მიცემულ ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით,  მიანმარის არაკანის პროვინციაში ქვეყნის არმიის და ფანატიკოსი ბუდისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ბანგლადეშში გადასულთა დასახმარებლად გაერომ 335 მილიონი დოლარი გამოჰყო. მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან დღემდე რეგიონში მომხდარი მოვლენების გამო ბანგლადეშში  გადასულთა რაოდენობამ 600 ათასს მიაღწია. ეს   კი ბოლო დროის ყველაზე მოკლე დროში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისი გახლავთ. ფილიპო გრანდმა ინტერვიუს დროს ასევე განაცხადა: „მინდა ავღნიშნო, რომ თურქეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული თავლსაზრისით გულუხვი და დონორი ქვეყანაა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემებით, თურქეთი ასევე ყველაზე მეტი მიგრანტის მფარველი  ქვეყანაა.“



მსგავსი ინფორმაციები