ტერორისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის წარმოქმნილი შეტაკების დროს 1 სამხედრო დაიღუპა
PKK-ს წევრ ტერორისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის წარმოქმნილი შეტაკების დროს 1 სამხედრო დაიღუპა
ვანის დაბა ბაშკალეში, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრ ტერორისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის წარმოქმნილი შეტაკების დროს 1 სამხედრო დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.
გუბერნატორის სამსახურში გაკეთებული განცხადების თანახმად, დაბის უბან ესენიამაჩის ახლოს პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობის მიერ წარმოებული ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორგანიზაციის წევრებთან წარმოქმნილ შეტაკებას 1 სამხედრო ემსხვერპლა, 2 კი მსუბუქად დაიჭრა. სროლების შედეგად 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში მოსახლეობის სიმშვიდისა და უსაფრთხოებისათვის წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაცია მტკიცედ გრძელდება და ოპერაციის დროს ამოღებული იქნა სნაიპერული შაშხანა, თოფი AK-47, რევოლვერი, 3 ხელყუმბარა, ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი, პორტატული ბატარეა და რუქა.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 22-24 აპრილს თურქეთს ეწვევა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 22-24 აპრილს თურქეთს ეწვევა