პრეზიდენტი TRT World Forum-ის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სტამბოლში გამართულ TRT World Forum-ის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი TRT World Forum-ის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სტამბოლში გამართულ TRT World Forum-ის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა სამართლიანობაზე და დასძინა: „თუ დემოკრატია გაგვაჩნია, თუ სამართლიანობას ვეძებთ, ხელი ხელს ჩავკიდოთ და ვთქვათ, მსოფლიო ხუთზე დიდია.“

ერდოღანმა გააკრიტიკა აშშ-ს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-სთვის იარაღით დახმარება და დასვა შეკითხვა ჭკვიანურია გადაწყვტილებაა თუ არა ერთი ტერორგანიზაციის მეორე ტერორგანიზიის ხელით განადგურება.

მან შეაფასა ფეტულაჰის ტერორგანიზაციაის (FETÖ) საზღვარგარეთ არსებული სტრუქტურა და დასძინა: „FETÖ-ს ლიდერი პენსილვანიაშია. იქედან 170 ქეყანას ეს ადამიანი მართავს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი სიმბოლურია, მმართველები სხვები არიან.“

ერდოღანი ასევე შეეხო აშშ-თან წარმოქმნილ ვიზის კრიზისს: „(აშშ-ს ელჩი ანკარაში) ვინ არის ეს ელჩი? ამხელა ამერიკის სახელით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში ერთი ხელმოწერით თუ შეუძლია თქვას „ვიზები გავაუქმეთო“, მაშინ მეც დავიწყებ მსჯელობას სტრატეგიულ პარტნიორობაზე.“  

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში შექმნილი პრობლემები სრულად აღმოიფხვრება.

ბოლოს კი დაამატა, რომ თურქეთმა 2011 წლიდან დღემდე სირიიდან გაქცეული და თურქეთს თავშეფარებული ადამიანებისათვის 30 მილიარდი დოლარის დახმარება გაიღეს.


საკვანძო სიტყვები: TRT World Forum , პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები