ერდოღანი პოლონეთის ვიზიტიდან დაბრუნდა

მან თვითმფრინავში დღის აქტუალური საკითხები შეაფასა

830292
ერდოღანი პოლონეთის ვიზიტიდან დაბრუნდა

 

პოლონეთის ვიზიტიდან დაბრუნებისას რ.თ. ერდოღანმა თვითმფრინავში, მის თანმხლებ ჟურნალისტებთან საუბარში, დღის აქტუალური მოვლენები შეაფასა და თქვა, რომ ანკარამ პირველი სანქციის სახით საჰაერო სივრცე დაუხურა დამოუკიდებლობის მოსურნე ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ ავტონომიას, ახლა კი ყოველ წუთს შეიძლება დახურონ მათთან დამაკავშირებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტებიც და ამ საკითხზე აქტიური დიალოგი აქვთ ერაყის ფედერალურ მთავრობასთან, რადგან, თუ ხსენებული სასაზღვრო პუნქტების კონტროლი ჩამოერთმევა ქურთულ ძალებს და ბაღდადს გადაეცემა, მაშინ, მათ აღარ დახურავენ.

იგი შეეხო ამერიკასთან წარმოქმნილ სავიზო კრიზისსაც და აღნიშნა, რომ ფეტოს ტერ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ამერიკის საკონსულოს თანამშრომლების საქმე სასამართლოშია და თუ დანაშაული დაუმტკიცდებათ, აუცილებლად დაისჯებიან.

ერდოღანი ევროკავშირთან ურთიერთობებსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელი შეცვლის ანტი თურქულ პოზიციას და ისინიც საბოლოოდ არ გაწყვეტენ ურთიერთობებს ამ ორგანიზაციასთან.

მანვე ირანთან ხელმოწერილ შეთანხმებაზე უარის მთქმელი ტრამპიც გააკრიტიკა და თქვა, რომ თვითონაც უნდა გადახედონ ბირთვულ იარაღს. “თუ ერთისთვის ალალია ასეთი იარაღის ქონა, მეორისთვის არამი არ უნდა იყოს. ასეთი აღქმა არა სწორია“, განაცხადა ერდოღანმა და მხარეებს პრობლემის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდა  



მსგავსი ინფორმაციები