ანკარაში გრძელდება თურქეთ-აშშ-ს დელეგაციების შეხვედრა

ისინი ცდილობენ სავიზო კრიზისის მოგვარებას

830295
ანკარაში გრძელდება თურქეთ-აშშ-ს დელეგაციების შეხვედრა

აშშ-ს საგარეო უწყების მაღალჩინოსანის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილის, ჯონათან კოენის აზრით, ანკარაში, თურქეთ-აშშ-ს დელეგაციებს შორის სავიზო კრიზისის მოლაპარაკებები "პროდუქტიულად" მიმდინარეობს და ზოგიერთ საკითხში უკვე პოზიტიური წინსვლაა დაფიქსირებული.

მისივე თქმით, ვიზის პროცესის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებისათვის მჭიდრო კონტაქტებიც გრძელდება, რაც უფრო გაადვილებს მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ხოლო ამის პარალელურად ერთობლივი კომიტეტის ჩამოყალიბების და მისი მუშაობის განრიგის შესახებ წინადადებებიც წარადგინეს, რომლებსაც უახლოეს ხანებში პასუხს გასცემენ.

აშშ-თურქეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ანკარამ ფეტოს ტერ ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავა აშშ-ს სტამბოლის საკონსულოს შტატგარეშე თურქი თანამშრომელი მეთინ თუფუზი, რასაც უარყოფითად შეხვდა ვაშინგტონი და ამის საპასუხოდ თურქი მოქალაქეების ამერიკაში შესვლა აკრძალა, რასაც ადეკვატური პასუხი გასცა ანკარამაც.

ამ დაძაბულობის განმუხტვისა და ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით ანკარას ეწვია აშშ-ს სახელმწიფო დელეგაცია და ისინი მოლაპარაკებებს აგრძელებენ თურქ კოლეგებთან



მსგავსი ინფორმაციები