მსოფლიო ფორუმი TRT World-ი დღეს იწყება
ფორუმს შეუერთდება რიგი 400-დე პოლიტიკოსი, მეწარმე-ბიზნესმენი, აკადემიკოსი, აქტივისტი, და ჟურნალისტი
მსოფლიო ფორუმი TRT World-ი დღეს იწყება
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს, ინგლისური სამაუწყებლო არხის და ინტერნეტ გვერდის TRT World-ის, თანამედროვე, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობების მოძიების მიზნით ჩატარებულ ფორუმს შეუერთდება რიგი ქვეყნის 400-დე პოლიტიკოსი, მეწარმე-ბიზნესმენი, აკადემიკოსი, აქტივისტი, ჟურნალისტი და მსოფლიო ლიდერები.
დავოსის მედიად მოხსენიებული ფორუმის, რომელიც გაგრძელდება ორ დღეს, საპატიო სტუმარი იქნება პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი.
მომხსენებლებს შორის არიან, ვიცე პრემიერი ბექირ ბოზდაღი, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლი, ესპანეთის ექს პრემიერი ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატერო, ამერიკელი მუსლიმანი მალკომ X-ის ქალიშვილი აქტივისტი შაბბაზი, სამხრეთ აფრიკის განვითარების მინისტრი ბატაბილელ ოლივე დალლინი, თრტ-ს გენერალური დირექტორი იბრაჰიმ ერენი, რუსი გენერალური დირექტორი კარინ ფონ ჰიპპელი, ინგლისის, რელიგიის, საზოგადოებების საკითხში პასუხისმგებელი და ინგლისის პირველი ყოფილი ქალი მინისტრი ბარონესა საედა.
18-19 ოქტომბერს ჩატარებული TRT World-ს ფორუმი იქნება მედიის და პოლიტიკის Davos-ი. ფორუმი, ხელს შეუწობს მსოფლიო პრობლემების გადასაწყვეტი იდეების წარმოებას და მის მესიჯებს თვალს ადევნებს მსოფლიო საზოგადოებრიობა.
18 ოქტომბერს, საღამოს გამართული პრეზენტაციით წარმოდგენილ იქნება TRT World-ის ჰუმანიტარული კრიზისების ცნობიერების ამაღლებაში სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა.