მოგადიშუს ტერაქტის დაჭრილები სამკურნალოდ ანკარაში ჩამოიყვანეს

35 დაჭრილს თანმხლები პირებიც ახლავენ

828562
მოგადიშუს ტერაქტის დაჭრილები სამკურნალოდ ანკარაში ჩამოიყვანეს

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში შაბათს განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაჭრილი 35 კაცი მათ თანმხლებ პირებთან ერთად სამკურნალოდ ანკარაში ჩამოიყვანეს და ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში განათავსეს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული განცხადებით, დაჭრილი სომალელები ანკარაში თვით პრეზიდენტ ერდოღანის მითითებით, თურქული სასწრაფო თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს.

ამავე განცხადებით ანკარამ 10 ტონა მედიკამენტებთან და სამედიცინო მასალებთან ერთად, 33 კაციანი ექიმთა ჯგუფიც მიავლინა მოგადიშუს რა, მათ ჯანდაცვის მინისტრი აჰმეტ დემირჯანი და მისი თანაშემწე ეიუპ გუმუში ხელმძღვანელობენ.

თურქი ექიმები სომალიში რ.თ. ერდოღანის სახელობის საავადმყოფოში იმუშავებენ და უფასოდ განკურნავენ ტერაქტის დროს დაჭრილებს.

შაბათს მომხდარი ამ ტერაქტის დროს 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები