ერდოღანი, თურქი სამხედროები იდლიპში არიან

ნათქვამი გვქონდა ერთ ღამეს მოულოდნელად მოვალთ, ოპერაცია დაიწყო

826351
ერდოღანი, თურქი სამხედროები იდლიპში არიან

პრეზიდენტი ერდოღანი მოხსენებით გამოვიდა პრეზიდენტის სასახლეში, შეეხო რა თურქეთის შენაერთების იდლიპში შესვლას თქვა:-„იდლიპი არის მოსაზღვრე ქალაქი და იძულებულნი ვართ მივიღოთ საჭირო ზომები. თურქი სამხედროები იდლიპისკენ გაემართნენ სირიის თავისუფალ არმიასთან ერთად.

აკი, ნათქვამი გვქონდა ერთ ღამეს მოულოდნელად მოვალთ, ოპერაცია დაიწყო. ვცდილობთ დაზარალებულებისთვის დახმარებას და ჩვენი სურვილია მალე დასრულდეს ოპერაცია“-თქვა პრეზიდენტმა.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, გუშინდელი დღის ჩათვლით, დაიწყეს სირიის ქალაქ იდლიპში, სადამკვირვებლო საქმიანობა.

გენ-შტაბის განცხადებით, ასტანის პროცესის ფარგლებში მოხდება ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის, ჰუმანიტარული დახმარების მფლობელებისთვის მიწოდების, გადასახლებულების თავიანთ ოჯახებში დაბრუნებისთვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფა და ამ მიზნით იდლიპში დაძაბულობის შემცირება. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, 2017 წლის 8 ოქტომბრიდან, კოორდინაციით  დაიწყო სადამკვირვებლო საქმიანობა.

განცხადებაში აღინიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) რეგიონში სამსახური ხდება ასტანის პროცესის, გარანტიორ ქვეყნებთან შეთანხმებით მიღწეულ ჩართულობის წესების ფარგლებში.



მსგავსი ინფორმაციები