დანიამ რეინას ტერაქტში ეჭვმიტანილი ასპაროვი გაათავისუფლა

ამას უარყოფითი რეაქციით შეხვდა ანკარა

825366
დანიამ რეინას ტერაქტში ეჭვმიტანილი ასპაროვი გაათავისუფლა

დანიის სასამართლოს მხრიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილ იბრაჰიმჟონ ასპაროვის გათავისუფლებას უარყოფითი რეაქციით შეხვდა ანკარა და მას გაეროს დადგენილებების დარღვევა უწოდა.

“დანიამ  უსაფუძვლო პრეტენზიად მონათლა თურქეთის მოთხოვნა ასპაროვის ექსტრადაციის შესახებ, რითაც ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლის ძალისხმევას დიდი დარტყმა მიაყენა. სტამბოლის რეინას კლუბში 39 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის თურქეთისათვის დაბრუნებაზე უარის თქმა, ზარალს მიაყენებს ასევე DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლასაც“, ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში.

დანიის სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის ივლისში მათ ქვეყანაში დაკავებული და დეაშთან კავშირში ეჭვმიტანილი ასპაროვის, ჯერ თურქეთისათვის დაბრუნებაზე უარი თქვეს, გუშინ წინ კი იგი საერთოდ გაათავისუფლეს.

თურქეთი ასპაროვს, რეინაზე განხორციელებული ტერაქტის მთავარი შემსრულებლის, მაშარიფოვისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდებაში ადანაშაულებს  



მსგავსი ინფორმაციები