ჩავუშოღლუსა და ტილერსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

განიხილეს კრიზისის მოგვარების საკითხები

825278
ჩავუშოღლუსა და ტილერსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დიპლომატიური წყაროების ცნობით, წუხელ სატელეფონო საუბარი გაიმართა თურქეთისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს, მევლუტ ჩავუშოღლუსა და რექს ტილერსონს შორის და ძირითადი ყურადღება თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავიზო პროცედურების შეჩერების და მისგან წარმოქმნილი კრიზისის მოგვარების საკითხს დაუთმეს.

ორ ქვეყანას შორის კრიზისი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც თურქეთის სამართალდამცავებმა 25 სექტემბერს ფეტოს ტერ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს აშშ-ს სტამბოლის საკონსულოს თურქი შტატგარეშე თანამშრომელი მეთინ თოფუზი, რასაც უარყოფითად შეხვდა საკონსულოც და ვაშინგტონიც რა, ამ უკანასკნელმა თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო პროცედურები შეაჩერა.

ამას ადეკვატური პასუხი მოჰყვა ანკარის მხრიდანაც და მათაც ამერიკელი მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემა შეაჩერეს.

ამ კრიზისმა ორივე ქვეყანა დააზარალა და ახლა დიდ მცდელობას იჩენენ კრიზისიდან გამოსვლისათვის



მსგავსი ინფორმაციები