ერდოღანმა დღის წესრიგი შეაფასა

ერდოღანმა დღის წესრიგი შეაფასა

820783
ერდოღანმა დღის წესრიგი შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხრეთ საზღვარზე მათი მხრიდან ტერორის დერეფნის ჩამოყალიბების წინააღმდეგობაში ჩრდილოეთ ერაყიც შედის. მან, ამის შესახებ, ირანში ვიზიტიდან დაბრუნების დროს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით ჩრდილოთ ერაყის საკითხთან დაკავშირებით, თურქეთ-ირან და ერაყს შორის სამმხრივი მექანიზმი ჩამოყალიბდა და „ნავთობის სარქვლის დახურვის გადაწყვეტილება“-საც სამივე ქვეყანა ერთდროულად მიიღებს. ერდოღანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული მმართველობის მხრიდან 25 სექტემბერს ჩატარებულ რეფერენდუმს არანაირი სამართლებრივი საყრდენი არ გააჩნია. „არაკანონიერ რეფერენდუმს ფედერალური პარლამენტი არ აღიარებს. ამის შესახებ ერაყის ცენტრალურმა მთავრობამ ისედაც განაცხადა. ასევე ერაყის საკონსტიტუციო სასამართლომაც რეფერენდუმი არ სცნო, ამიტომ იგი არაკანონიერია. ჩვენ რა განვაცხადეთ ადრე? ჩვენი ქვეყნის სამხრეთით ტერორის დერეფნის ჩამოყალიბებას არ დავუშვებთ. გასულ თვეში,  აშშ-ში ვიზიტის დროს პრეზიდენტ, ტრამპთან შეხვედრისას ეს მტკიცედ დავაფიქსირე. ტრამპთან შეხვედრაზე ასევე აღვნიშნე, რომ თუ მსგავსი ქმედება განხორციელდება აუცილებლად შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. იგივეს ვაცხადებ ჩრდილოეთ ერაყის მიმართაც“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. მისივე თქმით ჩრდილოეთ ერაყის ქურთული მმართველობის ლიდერ, მესუდ ბარზანის აღნიშნული გადაწყვეტილების შეჩერების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს.



მსგავსი ინფორმაციები