ერდოღანი უკრაინას ეწვევა
ვიზიტი 9 ოქტომბერს შესდგება
თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მეექვსე შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით 9 ოქტომბერს უკრაინას ეწვევა თურქეთის პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი.
ამავე ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს თავის უკრაინელ კოლეგა პოროშენკოსთან, პრემიერმინისტრ ვლადიმირ გროსმანთან და პარლამენტის თავჯდომარე ანდრეი პარუბისთან რა, განიხილავენ როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებსაც, მათ შორის ყირიმის პრობლემასაც.
სტრატეგიული საბჭოს დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას.
ერდოღანი კიევში შეხვდება ასევე უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებსაც, იუწყება პრეზიდენტის პრეს სამსახური
მსგავსი ინფორმაციები
ჰაქან ფიდანმა ისრაელის მხრიდან თურქი აქტივისტის მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა
ჰაქან ფიდანმა ისრაელის მხრიდან თურქი აქტივისტის მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა