ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა Anadolu Ajansı-ს
“ერბილმა უარი უნდა თქვას რეფერენდუმის შედეგზე“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajansı-ს სარედაქციო კოლეგიის კითხვებს უპასუხა და ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის მმართველებს კიდევ ერთხელ მოუწოდათ, გააუქმონ ერაყის კონსტიტუციის საწინააღმდეგო რეფერენდუმი და მისი შედეგები.
მისივე თქმით, ანკარა ამიერიდან მხოლოდ ბაღდადთან კოორდინაციით გადადგამს ნაბიჯებს და ერბილთან კავშირებს კი გაწყვეტს რა, ეს მანამდის გაგრძელდება, სანამ ქურთული ავტონომია არ შეაჩერებს რეფერენდუმის პროცესს და სანამ ნორმალურ ურთიერთობას არ აღადგენს ერაყის ცენტრალურ მთავრობასთან.
მანვე ერბილისგან მოითხოვა, რომ ირანთან და თურქეთთან მოქმედი სასაზღვრო გამშვები პუნქტების კონტროლი ერაყის მთავრობას გადააბარონ.
“ამიერიდან ქურთულ ავტონომიასთან ყველანაირი ურთიერთობები და თანამშრომლობა მხოლოდ ერაყის ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების უსაფრთხოების ფარგლებში მოხდება“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ თუ ერბილი შეცდომისგან დაბრუნდება, მაშინ, უწინდელივით კარგ ურთიერთობებს აღადგენენ.
თურქი დიპლომატის თქმითვე ანკარა ანტიტერორისტულ ბრძოლას ქურთული ტერ ორგანიზაციების, PKK-ს და YPG-ს მთლიან განადგურებამდის გააგრძელებს და არ დაუშვებს სირიის ჩრდილოეთში ახალი ქურთული კანტონის შექმნას
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას“
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას“
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა