თურქეთი ყველაფრისთვის მზადაა

თურქეთი ყველაფრისთვის მზადაა

817926
თურქეთი ყველაფრისთვის მზადაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ეროვნული მეჯლისის ახალი საკანონმდებლო წლის გახსნის გამო გამართულ მიღებაზე, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის მხრიდან 25 სექტემბერს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთი ყველაფრისთვის მზად არის. მისივე თქმით,  არმიის გენერალი ჰულუსი აქარი, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის საკითხზე განვითარებული მოვლენების განსახილველად ირანში გაემგზავრა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ამ ქვეყანას ვიზიტით 4 ოქტომბერს ეწვევა.  „ჩვენ ყველაფრისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ისედაც მზად ვართ,“ აღნიშნა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები