პუტინი დღეს ჩამოდის თურქეთში

განიხილავენ აქტუალურ საკითხებს

815933
პუტინი დღეს ჩამოდის თურქეთში

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური იუწყება, რომ დღეს ანკარას ეწვევა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ოფიციალურ მიღებას ახალ საპრეზიდენტო კომპლექსში რ.თ. ერდოღანი მოუწყობს.

ლიდერები მთავარ ყურადღებას ორმხრივ ურთიერთობებს და სირია-ერაყში შექმნილ ბოლო მდგომარეობას დაუთმობენ რა, მის ფარგლებში ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ ავტონომიაში ორშაბათს გამართულ დამოუკიდებლობის რეფერენდუმზეც ისაუბრებენ, რომლის წინააღმდეგი იყო ორივე ლიდერი.

“გარდა ამისა, ერდოღანი და პუტინი S-400 რაკეტების შესყიდვის, აქკუის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის,  რუსული ბუნებრივი გაზის თურქეთის გავლით ევროპაში მიწოდების და სხვა აქტუალურ საკითხებზეც გაამახვილებენ ყურადღებას“, იუწყება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური



მსგავსი ინფორმაციები