თურქეთი არ აღიარებს ექრმ-ის  დამოუკიდებლობის არაკანონიერ რეფერენდუმს

თურქეთი არ აღიარებს ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის  დამოუკიდებლობის არაკანონიერ რეფერენდუმს

813188
თურქეთი არ აღიარებს ექრმ-ის  დამოუკიდებლობის არაკანონიერ რეფერენდუმს

თურქეთი არ აღიარებს ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის  დამოუკიდებლობის არაკანონიერ რეფერენდუმს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „როგორც საერთაშორისო, ასევე ერაყის კონსტიტუციის კუთხით ყველა სამართლებრივ საფუძველს და ლეგალურობას მოკლებულ ამ მცდელობას არ ვაღიარებთ... კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ რეფერენდუმის შემდგომ პერიოდში შექმნილი ვითარების შესაძლო გამოყენების მსურველი ზოგიერთი რადიკალური ელემენტები და ტერორისტები შეეცდებიან ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებების დაწყებას და ერაყის მასშტაბით ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ყველა მუქარის მიმართ საერთაშორისო სამართლისა და (თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის) მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ყველა ზომას გავატარებთ... საჭიროა ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ლიდერობამ მომდევნო პროცესში გონივრულად იმოქმედოს და მოკლე ვადიანი პოლიტიკური ინტერესებისა და უტოპიური მისწრაფებების მაგიერ ერაყის ხალხისთვის გრძელ ვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის პოლიტიკა გაატაროს.“     


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერაყი , #რეფერენდუმი

მსგავსი ინფორმაციები