ერდოღანი: რეფერენდუმს ოპორტუნიზმის სუნი ასდის

ერდოღანი: რეფერენდუმს ოპორტუნიზმის სუნი ასდის

813752
ერდოღანი: რეფერენდუმს ოპორტუნიზმის სუნი ასდის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში საერთაშორისო ომბუდსმენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა რა,  ჩრდილოეთ  ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ტერიტორიაზე  დამოუკიდებლობის რეფერენდუმი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ რეფერენდუმს ოპორტუნიზმის სუნი ასდის.  „თუ ჩრდილოეთ  ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის რეფერენდუმის გადაწყვეტილებას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მას ოპორტუნიზმის სუნი ასდის. ეს რეფერენდუმი მიუღებელია. ჩვენ, მათ ყველაზე რთულ პერიოდშიც გვერდში ვედექით. რეგიონში მხოლოდ ერთი რომელიმე ხალხი არ ცხოვრობს, ამიტომ, რეფერენდუმი ყოველგვარი შედეგების მიუხედავად მიუღებელია,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. მან სიტყვით გამოსვლისას, სილოპში მიმდინარე სამხედრო წვრთნებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „ეს ნაბიჯები უმიზეზოდ არ გადადგმულა. იგივე სიტუაციაშია ირანიც. საზღვრზე ამჟამად მხოლოდ ერაყის მიმართულებით არის გადაადგილება შესაძლებელი. მიმდინარე კვირის ფარგლებში ჩვენს მიერ გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებსაც გავაჟღერებთ. ამის შემდეგ ვნახოთ ჩრდილოეთ ერაყი ნავთობს საიდან გაატარებს-გაყიდის. კრანი ჩვენს ხელშია, ჩავკეტავთ და დასრულდება. ჩრდილოეთ ერაყის ლიდერ, მესუდ ბარზანის, რეგიონის კონტროლში ასაყვანად დიდი დრო დასჭირდება რა, მანამდის შეიძლება მრავალი პრობლემური და არასასიამოვნო მოვლენებიც მოხდეს.“ თურქეთის პრეზიდენტმა ბოლოს, ერაყის ჩრდილოეთში სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა,  PYD-ს მხრიდან სახელმწიფოს ჩამოყალიბების სურვილსაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის უფლებას არ მისცემენ.



მსგავსი ინფორმაციები