INGAS 2017 სტამბოლში ჩატარდება

მსოფლიოს ბუნებრივი აირის სექტორი სტამბოლში მოიყრის თავს

812291
INGAS 2017 სტამბოლში ჩატარდება

მსოფლიოს ბუნებრივი აირის სექტორი სტამბოლში მოიყრის თავს

მსოფლიოს წამყვანი ბუნებრივი აირის სექტორის წარმომადგენლები, შეიკრიბებიან სტამბოლში, 2-3 ნოემბრისთვის გათვალისწინებულ მეშვიდე საერთაშორისო ბუნებრივი აირის კონგრესსა და გამოფენაზე (INGAS 2017), რომლის მთავარი თემა იქნება „ბუნებრივი აირის სამომავლო ხიდი“. INGAS 2017-ი, ხალიჯის კონგრესის ცენტრში თავს მოუყრის 20-დე ბუნებრივი გაზის სექტორის წამყვან და აღიარებულ პირებს. წელს მეშვიდედ ჩატარებულ ინიციატივას შეუერთდება ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაკიც. INGAS 2017-ის მთავარ თემებს შორის არის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბუნებრივი გაზის გეოპოლიტიკა, მიწოდების უსაფრთხოება, ბიზნესი, კლიმატი და გარემო.  

წელს ჩატარებული ფართო მასშტაბიანი გამოფენა ეფექტური პლატფორმა იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვის. სერიოზულ ბიზნეს მოცულობას წარმოქმნის ადგილობრივი და უცხოელი კომპანიებისთვის. უფრო გაიზრდება INGAS მონაწილეთა რაოდენობა. წლევანდელ გამოფენაზე მოსალოდნელია სახელმწიფოსა და საზღვარგარეთიდან 5 ათასზე მეტი სპეციალისტის და სექტორის წარმომადგენლის მონაწილეობა.  



მსგავსი ინფორმაციები