ერდოღან-ტრამპის შეხვედრა ხვალ შესდგება

განიხილავენ მრავალ აქტუალურ საკითხს

810588
ერდოღან-ტრამპის შეხვედრა ხვალ შესდგება

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ეგიდით ნიუ ორკში მყოფ თურქეთის პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს პირისპირი შეხვედრა თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან ხვალ ექნება და განიხილავენ როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე რეგიონალურ და საერთაშორისო პრობლემებსაც და მათი მოგვარების გზებსაც.

თურქეთი და მისი ხელისუფლება უკმაყოფილოა ვაშინგტონის მხრიდან პკკ-ას სირიული განშტოება PYD/YPG-სადმი სამხედრო დახმარების გაწევით და ერდოღანი მთავარ ყურადღებას ამ საკითხზეც გაამახვილებს, რადგან, ანკარის აზრით სირიელი ქურთების მთავარი მიზანი არა დეაშის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ, ჩრდილოეთ სირიაში მის კონტროლ ქვეშ არსებული ტერიტორიების გაფართოებაა.

ხვალინდელ შეხვედრაზე ერდოღანი და ტრამპი ასევე ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ ავტონომიაში 25 სექტემბრისათვის დაგეგმილ დამოუკიდებლობის რეფერენდუმზეც ისაუბრებენ და ფეტოს ტერ ორგანიზაციის ლიდერის, ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციაზეც  



მსგავსი ინფორმაციები