პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

810263
პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ერაყის ქურთული რეგიონალურ მმართველობას უარი თქვას 25 სექტემბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაზე.

ერდოღანის განცხადებით, რეფერენდუმის გადაწყვეტილებამ რეგიონში შესაძლოა ახალი კონფლიქტები გამოიწვიოს.  

 თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ 6 წლიანი ომის მანძილზე სირიელების  მარტო მიტოვების მიუხედავად თურქეთი ამ კრიზისის მოსაგვარებლად ყველა პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სამუშაოს ატარებს. 

მისივე თქმით თურქეთმა მის ტერიტორიაზე თავშეფარებული 3 მილიონი სირიელი და 200 ათასი ერაყელისათვის 30 მილიარდი დოლარი დახარჯა მაგრამ ევროკავშირმა დანაპირები დახმარება არ განახორციელა.

სპარსეთის ყურის რეგიონში 5 ივნისს დაწყებულ კრიზისზე საუბრისას ერდოღანმა განაცხადა რომ საჭიროა მოიხსნას კატარის ხალხის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგო და მხარს უჭერენ ქუვეითის, პრობლემის მოსაგვარებლად შუამავლის როლს.

მან ასევე ისაუბრა მიანმარში არაკანის რეგიონში მუსლიმების წინააღმდეგ წარმოებულ ეთნიკურ წმენდაზე და დაამატა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამ ტრაგედიის წინააღმდეგ გამოცდა ვერ ჩააბარა.  

ერდოღანმა აღნიშნა რომ კრიზისის მოსაგვარებლად თურქეთი მცდელობას ეწევა, მისი ოჯახის წევრებმა და ზოგიერთმა მინისტრმა ბანგლადეშში თავშეფარებული არაკანელი მუსლიმები მოინახულეს და ამ ადამიანებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწვდენად სახელმწიფო და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთად მუშაობენ. 

მან ასევე აღნიშნა რომ თუ ამ ტრაგედიას წინ არ აღუდგებიან, კაცობრიობის ისტორიას ახალი შავი ლაქა მოეცხება.



მსგავსი ინფორმაციები