ერდოღანი ყაზახეთში გაემგზავრა
ერდოღანი ყაზახეთში გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყაზახეთში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პირველ სამიტში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებამდე, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში დღის წესრიგი შეაფასა და განაცხადა, რომ არაკანში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად მრავალმხრივ დიპლომატიას აწარმოებს. „ვიმედოვნებ რომ სამიტი ჰუმანიტარული კრიზისის ნაწილობრივ მაინც მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი საშუალება იქნება. ბანგლადეშის მთავრობამ, არაკანელი მუსლიმანებისთვის ტერიტორია, რომ გამოგვიყოს, ჩვენც, ჩვენი გამოცდილებებით იქ მიგრანტთა ბანაკებს გავაშენებთ. სამიტზე არაკანელი მუსლიმანების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების მეთაურებთან შეხვედრებს ვაპირებ. ღმერთის წყალობით პრობლემა მალე მოგვარდება,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა, ნაზარბაევთან გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის, თანამშრომლობის და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე გაამახვილებენ ყურადღებას. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთის მთავრობა, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) წინააღმდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რადგან ისინი საშიშროებას კარგად ხედავენ.
მსგავსი ინფორმაციები

მალაიზიის მეფე დღეს თურქეთში ჩამოვა
მალაიზიის მეფე სულთანი აბდულა რიაიატუდინ ელ მუსტაფა ბილა შაჰი დღეს თურქეთში ჩამოვა

ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“
ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“