ემინე ერდოღანი ბანგლადეშში ჩავიდა

ემინე ერდოღანი ბანგლადეშში ჩავიდა

802671
ემინე ერდოღანი ბანგლადეშში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი არაკანელი მუსლიმანების თავშესაფარი  ბანაკების მოსანახულებლად ბანგლადეშში ჩავიდა. ემინე ერდოღანს, შვილი, ბილალ ერდოღანი, საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრი,  ფატმა ბეთულ საიან ქაია, სამართლიანობის და განვითარების პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის  ვიცეპრეზიდენტი რავზა ქავაქჩი ქანი, თურქეთის თანამშრომლობისა და საკოორდინაციო სააგენტო TİKA-ს თავჯდომარე, სერდარ ჩამი, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, იბრაჰიმ ალთანი, თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტო AFAD-ის თავჯდომარე, მეჰმედ გულლუოღლუ  და სხვა წარმომადგენლები ახლავს. მეორეს მხრივ ასევე ბანგლადეშში ჩავიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც ემინე ერდოღანის დელეგაციას შეუერთდა და ისინი ერთად დაათვალიერებენ არაკანელი მუსლიმანების თავშესაფრის ბანაკებს რა, ადგილზე გაეცნობიან მათ პრობლემებს. ჩავუშოღლუ ბანგლადეშში მთავრობის წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას, რა დროსაც თურქეთის მხრიდან განსახორციელებელ საქველმოქმედო ღონისძიებების საკითხებს განიხილავენ.  



მსგავსი ინფორმაციები