თურქეთი რეგიონის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა

თურქეთი რეგიონის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა

801314
თურქეთი რეგიონის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მან ამის შესახებ,  სლოვენიაში მიმდინარე მე-12 ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ  თურქეთსა და ევროკავშირს შორის ხანდახან რთული  მოლაპარაკებები აქვთ. „ამ ყველაფრის მიუხედავად მოლაპარაკებები გრძელდება. თურქეთი ამჟამად კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ევროკავშირში, ისინი კი თურქეთში ამ საკითხს განიხილავენ, მაგრამ ამჟამად მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ არის. ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი,  ახლო აღმოსავლეთის თვალსაზრისით და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ქვეყანაა. თურქეთი როგორც სტრატეგიული პარტნიორი, სირიის, კვიპროსის და სხვა მრავალ საკითხებზე მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“, განაცხადა მოგერინიმ.



მსგავსი ინფორმაციები