იბრაჰიმ ქალინმა მერკელის და შულცი თურქეთისადმი შეფასებები გააკრიტიკა

იბრაჰიმ ქალინმა მერკელის და შულცი თურქეთისადმი შეფასებები გააკრიტიკა

800723
იბრაჰიმ ქალინმა მერკელის და  შულცი თურქეთისადმი შეფასებები გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა,  გუშინ საღამოს გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელსა და სოციალური დემოკრატიული პარტიის (SPD) ლიდერ, მარტინ შულცს შორის გამართულ წინასაარჩევნო დებატების დროს, თურქეთისადმი კრიტიკა მკაცრად დაგმო. ქალინმა ამ საკითხს სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა  აღნიშნა, რომ საარჩევნო დებატებში თურქეთის და მისი პრეზიდენტის, ერდოღანის შესახებ საუბარი შემთხვევითი არ არის. „გერმანიის და ევროკავშირის ძირითად პრობლემების განხილვისგან თავის შეკავება და თურქეთ-ერდოღანის კრიტიკა, ევროპის უსუსურობაზე მიუთითებს. ევროპაში,  თავიანთი პრობლემების  გადაფარვას, თურქეთზე თავდასხმით ცდილობენ. საზოგადოებები, რომლებიც საკუთარი თავის, თავიანთი მოწინააღმდეგის მეშვეობით განსაზღვრავენ, ვერასოდეს მიაღწევენ წარმატებას. გერმანიის ამჟამინდელი პოლიტიკა მხოლოდ  დისკრიმინაციას და რასიზმს უწყობს ხელს. PKK-ს  და  FETÖ-ს მსგავსი ტერ ორგანიზაციების შემფარველი გერმანია, დემოკრატიას კი არ იცავს, არამედ ტერორისტებს და გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებს. ამიტომ მერკელისა და შულცის საარჩევნო დებატებზე მათ ქვეყანაში გახშირებულ რასისტულ ქმედებებზე საერთოდ ყურადღების არ გამახვილება, გერმანიაში პოლიტიკის დონეზე მიუთითებს,“ განაცხადა თავის მესიჯში იბრაჰიმ ქალინმა.



მსგავსი ინფორმაციები