ერდოღანის განცხადება

კონფლიქტები, არაკანის ვითარების მსგავსი პრობლემები ხელს უშლის ბაირამის დღესასწაულის სახით დახვედრას და ჩატარებას

799585
ერდოღანის განცხადება

პრეზიდენტმა რ.თ. ერდორანმა სტამბოლის ჰაზრეთი ალის მეჩეთში, კურბან ბაირამის ნამაზის შემდეგ, სამლოცველოს გასასვლელში უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. შეეხო ისლამური სამყაროს პრობლემებს და დაამატა:-ერთის მხრივ ერაყისა და სირიის კონფლიქტები, მეორეს მხრივ არაკანის ვითარება, თურქეთში ტერორის წინააღმდეგ წარმართული ბრძოლა, ეს ყველაფერი ხელს უშლის ბაირამის დღესასწაულის სახით დახვედრას და ჩატარებას. სადაც და როგორც არ უნდა იყოს, მთელი გადაწყვეტილებით გააგრძელებენ სახელმწიფოს და მისი საზღვრებისთვის საშიშროების შემქმნელთა წინააღმდეგ ბრძოლას.   პრეზიდენტმა, სულ სხვა კატასტროფა უწოდა არაკანის ტრაგედიას, სადაც დაიღუპა 20 ათასამდე უდანაშაულო ადამიანი. დაინგრა მათი სოფლები და სახლები, რის გამოც იძულებული გახდა ხალხი მიატოვოს იქაურობა, გადავიდნენ ბანგლადეშში. მოკლულ იქნა ასობით როჰინგი მუსლიმანი. ეს ყველაფერი ხდება კაცობრიობის თვალწინ, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები უგრძნოდ უყურებენ ყველაფერს.  ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საჭირო მოლაპარაკებები გამართა არაკანის შესახებ. შეხვდა ისლამური სახელმწიფოების ლიდერებს, გაეროს გენერალურ მდივანს გუტერესს, გაეროს ლტოლვილთა საბჭოსთან მუშაობენ მათი კოლეგები და შემდეგშიც გააგრძელებენ საკითხის ირგვლივ შეხვედრებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადების შესახებ კითხვის პასუხად კი აღნიშნა, რომ ჯერაც ვერ აუხსნია რის თქმა სურდა მაკრონს. ეს უნდა ჰკითხონ თავად მას.  ერთი რამ იცის, რომ მათ მოითხოვეს შეხვედრა და თვითონაც დათანხმდა, იმიტომ, რომ სურს მეგობრების მომრავლება და მტრების შემცირება. ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილს დადებითად მიიჩნევს და ეს სასარგებლო იქნება თავად საფრანგეთისთვის.

ერდოღანმა შეფასება მისცა აშშ-ის, თურქეთის დაცვის პერსონალებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებასაც. თქვა, რომ, აშშ-ის უსაფრთხოების ძალები პასუხისმგებლები არიან დაიცვან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასული სტუმრები. ამას თუ ვერ აკეთებენ ისინი, მაშინ პკკას ელემენტებისგან თურქი დელეგაციის დაცვა უნდა მოახდინონ თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა და შეასრულეს კიდეც თავიანთი მოვალეობა. ობამას დროინდელი პროკურორის, მსგავსი ბრალდების მომზადებას, თურქეთი ვერ გაიზიარებს.  შემდგომი ვიზიტის დროს საკითხთან დაკავშირებით პირადად შეხვდება პრეზიდენტ ტრამპს. ჯერ-ჯერობით კი, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წარმართავენ იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ აშშ-ში მიმდინარე მოვლენები არ არის სასურველი, აშშ-ი, ის ქვეყანაა, რომელიც მფარველობას უწევს ფეტოს ტერ-ორგანიზაციის ბანდას, პკკას და ამიოტომაც უჭირს იმის გაგება, თუ რა სურს ამით აშშ-ს-ასეთი შეფასება მისცა მიცემულ კითხვებს ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები