30 აგვისტო, ანითკაბირი

30 აგვისტო, გამარჯვების დღე, ზეიმით აღინიშნება თურქეთის მასშტაბით

798731
30 აგვისტო, ანითკაბირი

30 აგვისტო, გამარჯვების დღე ზეიმით აღინიშნება თურქეთის მასშტაბით. ანკარაში ზეიმის პირველი ადგილია ანითკაბირი იგივე ათათურქის მავზოლეუმი. სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა ყვავილების თაიგულით შეამკეს ანითკაბირი. სპეციალურ რვეულს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა და გამოკვეთა 15 ივლისს, თურქი ხალხის გამოჩენილი წინააღმდეგობა შემდეგ კი დაამატა:-"ძვირფასო ათათურქო, დიდი სიამაყით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ დიდი გამარჯვების 95-ე წლისთავს. განმანთავისუფლებელი ბრძოლის წარმატებით დასრულების მახარობელ ამ ისტორიულ გამარჯვებას, მალაზგირთიდან დღემდე მოღწეული ძნელბედობისთვის დაბრკოლების შემქმნელ მნიშვნელოვან ჯაჭვის რგოლად მივიჩნევთ. 30-ი  აგვისტოს გამარჯვებით მოპოვებული შემართებით, რესპუბლიკის დაფუძნებისას მიზანი იყო რესპუბლიკის თანამედროვე ცივილიზაციის დონეზე აყვანა. თურქეთი განაგრძობს თქვენი გაკვალული გზით სვლას. 15 აგვისტოს თურქი ხალხის მამაცური შემართება იყო, თურქი ხალხის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარების,  თავდასხმების და საბოტაჟების აღმოფხვრისადმი გამოჩენილი ნებისყოფა.  განვაგრძობთ, თქვენი, გმირულად დაღუპული შეჰიდების და თანამებრძოლი ვეტერანების ჩვენთვის დანატოვარი ძვირფასი სამშობლოს სიცოცხლის ფასად დაცვას. მშვიდად იძინეთ, ცხონდეს თქვენი სული"-ციტატის დასასრული.



მსგავსი ინფორმაციები