თურქეთი აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობას გააღრმავებს
თურქეთი აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობას გააღრმავებს
თურქეთის პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ისინი, აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებს გააღრმავებენ და ამით, თურქეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში შესვლის მიზანსაც განახორციელებს. ილდირიმმა ამის შესახებ ოფიციალური ვიზიტით, ვიეტნამში ყოფნის დროს, თურქეთ-ვიეტნამის საქმიან ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი ქვეყანა, რომელიც გლობალური, თავისუფალი ეკონომიკური მიდგომით გამოირჩევა, მხოლოდ რეგიონალური პრობლემების კი არა გლობალური პრობლემების მოგვარებაშიც თავისი წვლილის შესატანად ყოველთვის მზად არის. თურქეთი ასევე აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებასაც ისახავს მიზნად. ჩვენი ქვეყანა, აზიის ბაზარზე სავაჭრო და ეკონომიკური თვალსაზრისით სტრატეგიის გაღრმავებას აპირებს. განსაკუთრებით კი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ვიეტნამთან, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ,“ განაცხადა ილდირიმმა.