თურქეთში ვიზიტით ირანის გაერთიანებული შტაბის მეთაური იმყოფება.

გენერალ-მაიორი მუჰამედ ბაქირი, თურქეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურ არმიის გენერალ ჰულუსი აქართან შესახვედრად თურქეთში იმყოფება

790155
თურქეთში ვიზიტით ირანის გაერთიანებული შტაბის მეთაური იმყოფება.

ირანის გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი მუჰამედ ბაქირი, თურქეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურ არმიის გენერალ ჰულუსი აქართან შესახვედრად თურქეთში იმყოფება.

ბაქირს, დედაქალაქ ანკარაში დახვედრა გაერთიანებული შტაბის მეთაურმა ჰულუსი აქრმა მოუწყო.

ბაქირი და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია თურქეთში სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი რანგის სამხედროებთან და პოლიტიკოსებთან გამართავენ შეხვედრებს.

ირანის გაერთიანებული შტაბის მეთაურის თურქეთში ვიზიტის დროს რეგიონალური მოვლენების, თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების და სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.

ბაქირისა და აქარის შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი ტერორიზმთან ბრძოლა იქნება.

ირანელმა გენერალ-მაიორმა გასულ თვეში სიტყვით გამოსვლის დროს, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ერაყისგან გამოყოფის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს „მიუღებელი„ უწოდა.



მსგავსი ინფორმაციები