ერაყსა და სირიაში ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლებას არ მივცემთ
ერაყსა და სირიაში ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლებას არ მივცემთ
თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში ახალი, ხელოვნური სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლებას არ მისცემენ. „ჩვენი ქვეყნის საზღვრების გასწვრივ, განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში ახალი ხელოვნური სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლებას არავის მივცემთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამრღვევი და ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებების წინააღმდეგ, როგორც წარსულში გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები, ასევე მოვიქცევით მომავალშიც. თურქეთ-სირიის საზღვართან, როგორც ცნობილია, რადიკალური დაჯგუფებები მომრავლდნენ, ამიტომ, ადამიანური ტრაგედიის და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნებისმიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შესაბამის ზომებს ვიღებთ,“ განაცხადა ილდირიმმა.