ბინგოლში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა

ბინგოლში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

787818
ბინგოლში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა

ბინგოლის დაბა გენჩის სოფლებში, რეგიონში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სადაზვერვო სამუშაოების მწარმოებელ უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 1 სამხედრო დაიღუპა, 1 კი დაიჭრა.

დაჭრილი სამხედროს მკურნალობა გრძელდება.

ამავდროულად, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ შირნაქში, ჰაქქარისა და მარდინში წარმოებული ოპერაციის შედეგად ბოლო ერთი კვირის მანძილზე 32 ტერორისტი იქნა გაანეიტრალეს.

ოპერაციების დროს ტერორისტების მიერ გამოყენებული თავშესაფრები, გამოქვაბულები და საწყობები იქნა განადგურებული. ტერორგანიზაციის მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროებიდან ნარკოტიკებით ვაჭრობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 200 ძირი  კანაფი, 346 კილოგრამი ნარკოტიკი, 6 მილიონ 726 ათას 102 კოლოფი თამბაქო და 90 ათასი ლიტრი საწვავი იქნა ამოღებული.



მსგავსი ინფორმაციები