დღეს უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა გაიმართება

782112
დღეს უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა  გაიმართება

დღეს, თურქეთის უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა პრემიერმინისტრ ბინალი ლდირიმის თანათავჯდომარეობით  ჩანქაიას სასახლეში გაიმართება. საბჭოს დაწყებამდე მისმა წევრებმა და პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ათათურქის მავზოლეუმი მოინახულეს, რა ილდირიმმა ანითქაბირის სამახსოვრო წიგნაკში ჩანაწერი დატოვა, რომელშიც იგი წერს: „ძლიერ საფუძვლებზე აშენებული და თქვენს მიერ ჩვენთვის  დატოვებულ სახელმწიფოს, თანამედროვე ცივილიზაციის მიზნების მისაღწევად მთელი სიმტკიცით ვმუშაობთ. უფრო სანდო და მშვიდი თურქეთის ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს ვაკეთებთ. შეჰიდების სისხლით მორწყულ ამ ტერიტორიებს, სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ და მომავალ თაობებს გადავცემთ. 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი გადატრიალების მცდელობა ამ გმირმა ხალხმა როგორც დაიცვა, ასევე გააგრძელებს სამომავლოდაც საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას. 15 ივლისს თურქმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ სხვისი ზეგავლენის ქვეშ ცხოვრებას არასდროს შეეგუება. 15 ივლისს თურქმა ხალხმა თავისი დემოკრატია კიდევ ერთხელ გმირულად დაიცვა. მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში კრიზისია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მტკიცედ დგომით, თურქეთმა ამ კრიზისსაც წარმატებით დააღწია თავი. ამ თვალსაზრისით 2023 წლის მიზნების განსახორციელებლად მიმდინარე წელს ჩასატარებელი უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა   თურქეთის შეიარაღებული ძალების და მთელი ქვეყნისათვის სიკეთის და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს. ჩვენთვის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის დასატოვებლად გმირულად დაღუპულ ყველა შეჰიდებს პატივისცემით მოვიხსენიებ.“   საბჭოს სხდომაზე  გენერალ-ადმირალების დაწინაურების და თადარიგში გასვლის საკითხები განიხილება, რის შემდეგაც მიღებული გადაწყვეტილებებს  ჯერ პრეზიდენტი  ერდოღანი მოაწერს ხელს, შემდეგ ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში დაიბეჭდება და ძალაში შევა. შეხვედრაზე ასევე  ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა მრავალი საკითხებიც განიხილება.



მსგავსი ინფორმაციები