ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით ერთი კვირის ანგარიში გამოქვეყნდა

სამართალდამცველებმა 1175 ოპერაცია ჩაატარეს

780840
ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით ერთი კვირის ანგარიში გამოქვეყნდა

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-31 ივლისის განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 35 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ერთი კვირის განმავლობაში სამართალდამცველებმა 1175 ოპერაცია ჩაატარეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-თან კავშირში მყოფი 57, ფეთჰულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურასთან  (FETÖ/PDY) კავშირში ეჭვმიტანილი  593, ხოლო სხვა მემარცხენე ტერ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი 28 პირი იქნა დაკავებული.



მსგავსი ინფორმაციები