ზაპის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა

ზაპის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა

777593
ზაპის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ზაპის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტების წინააღმდეგ ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს 9 ტერორისტის განეიტრალება მოახდინეს.

გაერთიანებული შტაბის სამეთაუროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საღამოს საათებში ერაყის ჩრდილოეთში ზაპის რეგიონში სასაზღვრო ხაზზე მდებარე პოლიციის განყოფილებასა და სამხედრო ზონებზე თავდასხმისათვის მზადების პროცესში მყოფი სეპარატისტული ტერორგანიზაციის წევრების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც 9 ტერორისტი იქნა გაუვნებელყოფილი.

მოიერიშე თვითმფრინავები მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ ბაზებზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #საჰაერო ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები