თურქეთი გაეროსგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ელის

თურქეთი გაეროსგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ელის

777810
თურქეთი გაეროსგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ელის

თურქეთის   მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის გაეროში,  გუვენ ბეღეჩმა  მოწოდება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ისრაელის მხრიდან მესჯიდი აქსაში შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შესახებ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ბეღეჩმა ასევე აღნიშნა, რომ ჰარემის შერიფის ისრაელის მხრიდან სტატუსის შეცვლის მცდელობას არ შეეგუებიან. მან ამის შესახებ გაეროში გამართულ „პალესტინის ჩათვლით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები“ სახელწოდების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი მთავარი მიზანი დაძაბულობის განმუხტვა  და მხარეების სიმშვიდის  შენარჩუნებისკენ მოწოდება  უნდა იყოს. ამასთან ერთად, ისლამური სამყაროსათვის ჰარემი შერიფის სტატუსზე და მის სიწმინდეზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. ამიტომ მისი სტატუსის შეცვლა, ერთად თანაცხოვრებას საფრთხის წინაშე დააყენებს,“ განაცხადა ბეღეჩმა.   მისივე თქმით იერუსალიმი, როგორც მუსლიმანებისთვის ასევე ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვისაც წმინდა ადგილია რა, შესაბამისი მოპყრობაა საჭირო. გუვენ ბეღეჩმა სიტყვით გამოსვლისას,  სირიაში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თურქეთის, ირანის და რუსეთის მცდელობით ქვეყანაში ძალადობის ფაქტები საგრძნობლად შემცირდა. „თურქეთი  DEAŞ-ის და  PYD/YPG-ს მსგავსი ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას სამომავლოდაც გააგრძელებს. ჩვენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ მხარს. ამიტომ ამ რეგიონში დემოგრაფიული და ტერიტორიულ მთლიანობის საფრთხის შემქმნელ ყველა ქმედებას წინ აღვუდგებით,“ განაცხადა მან.  



მსგავსი ინფორმაციები