სულეიმან სოულუს სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანელ კოლეგასთან

“გერმანულ ფირმებს თურქეთში არ აწუხებენ“

776650
სულეიმან სოულუს სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანელ კოლეგასთან

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელს, სულეიმან სოულუს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის გერმანელ კოლეგა თომას დე მაიზიერთან და უთხრა, რომ თურქეთში მოქმედი არც ერთი გერმანული ფირმისა თუ პარტნიორული ფირმის წინააღმდეგ რაიმე სარჩელი არ აღძრულა და არც რაიმე ძიება მიმდინარეობს, ამიტომაც გერმანიაში გავრცელებული ასეთი შინაარსის ინფორმაციები წმინდა წყლის დეზინფორმაციას წარმოადგენს რა, იგი მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამწვავებას ემსახურება. “სატელეფონო საუბარმა ორ მინისტრს შორის 40 წუთი გასტანა და სოულუმ კმაყოფილება გამოთქვა  გერმანული ფირმების მხრიდან თურქეთში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ“, აღნიშნულია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები