გუშინ ანკარაში მინისტრთა საბჭოს შეკრება გაიმართა

მასზე ისრაელის ქმედება დაგმეს

772765
გუშინ ანკარაში მინისტრთა საბჭოს შეკრება გაიმართა

 

გუშინ ანკარაში მინისტრთა საბჭოს შეკრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პრესისათვის განცხადება გაავრცელა ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა და შეეხო რა ისრაელის მხრიდან იერუსალიმში მოქმედი მეჩეთის, Mescid-i Aksa-ს მლოცველებისთვის დახურვის საკითხს, თქვა, რომ ეს არის ძალზედ მავნებლური გადაწყვეტილება და ამიტომ იგი ანკარისათვის მიუღებელია.

“წმინდა მექასა და მედინეში მოქმედი მეჩეთების შემდეგ, ისლამური სამყაროსათვის ყველაზე მნიშვნელოვანია იერუსალიმის ეს მეჩეთი და იგი წმინდა სამეულში შედის, მით უმეტეს, რომ იგი მუსლიმანთა პირველ ყიბლესაც (ლოცვის მიმართულება) წარმოადგენს“, განაცხადა კურთულმუშმა. მისივე თქმით, 1967 წლის ოკუპაციის აქეთ, Mescid-i Aksa არასოდეს არ დახურულა, მით უმეტეს პარასკევ დღეს, ამიტომაც ტელ ავივის ეს ქმედება მისი აზრით ჰუმანიზმის და რელიგიური თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული დანაშაულებრივი ნაბიჯია.

წინა პარასკევს, ისრაელის პოლიციამ, ამ მეჩეთის ეზოში 3 პალესტინელი ახალგაზრდა ტერორიზმის ბრალდებით მოკლა და მის კვალდაკვალ მეჩეთიც დახურა



მსგავსი ინფორმაციები