დღეს ეუს-ს სხდომა გაიმართება

მასზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს განიხილავენ

771792
დღეს ეუს-ს სხდომა გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, დღეს საპრეზიდენტო კომპლექსში, ერდოღანის თავჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზედაც ძირითადად საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს განიხილავენ. პუტჩის პირველი წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ 19 ივლისს ვადა უთავდება სამ თვიან საგანგებო მდგომარეობას და მთავრობას მისი კიდევ 3 თვით გაგრძელების წინადადებას შესთავაზებენ. ამავე საბჭოზე თურქი ჯარების მხრიდან თურქეთში, სირიაში და ერაყში მიმდინარე ანტიტერორისტული ბრძოლაზეც გაამახვილებენ ყურადღებას   



მსგავსი ინფორმაციები