ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ BBC-ს

“ევროკავშირი თუ არ მიგვიღებს, მაშინ, სხვა ვარიანტებზე ვიფიქრებთ“

768988
ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ BBC-ს

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ BBC-ს და შეეხო რა თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანების საკითხს, თქვა, რომ თუ ბრიუსელი ანკარას პირდაპირ უარს ეტყვის სრულ  გაწევრიანებაზე, მაშინ, ამით თურქეთიც მოისვენებს და შეეცდება საკუთარ ფეხზე მყარად დადგომას.

“ჩვენ ბრიუსელისთვის მიცემული სიტყვის ერთგული დავრჩით და შევასრულეთ ყველა პირობა. მაგრამ, თუ ევროკავშირი თურქეთს უარს ეტყვის სრულ გაწევრიანებაზე, ამით ჩვენც მოვისვენებთ და დავიწყებთ თადარიგისათვის მომზადებულ ბ და გ ვარიანტების განხორციელებაზე ფიქრს. ჩემი პრემიერობის პირველ პერიოდში ევროკავშირის ხელმძღვანელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თურქეთის ქებაში და ჩვენი მხრიდან განხორციელებული რეფორმების გამო უსისხლო რევოლუციის ქვეყანასაც კი გვეძახოდნენ, ახლა კი ბრიუსელის სამიტებზეც კი არ გვიწვევენ, მოკლედ დროს ტყუილად ვკარგავთ, აი ასეთია დღევანდელი რეალური მდგომარეობა“, განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით ბრიუსელის ასეთი არაგულწრფელი პოზიციის გამო თურქმა მოქალაქეებმა გული აიცრუეს ამ ორგანიზაციაზე და ამიტომ უმრავლესობას უკვე აღარც უნდა ევროკავშირში გაწევრიანება.

“აი ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ კიდევ რამდენიმე ხნით გავაგრძელებთ  ევროკავშირთან სუფთა და გულწრფელ დამოკიდებულებას და დაველოდებით, თუ რას მოგვიტანს ასეთი მიდგომის გაგრძელება", განაცხადა პრეზიდენტმა

 



მსგავსი ინფორმაციები