ფეტოს გადატრიალების მცდელობას თურქი ხალხი აღუდგა და დემოკრატია დაიცვა

ფეტოს გადატრიალების მცდელობას თურქი ხალხი აღუდგა და დემოკრატია დაიცვა

767577
ფეტოს გადატრიალების მცდელობას თურქი ხალხი აღუდგა და დემოკრატია დაიცვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა,  რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს მხრიდან გასული წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობას თურქმა ხალხმა აღუდგა და დემოკრატია დაიცვა. მან ასევე აღნიშნა, რომ 15 ივლისის მოვლენების დროს დაღუპულების ღირსების და გამბედაობის გამო, მათ წინაშე ქედს იხრის. მან ამის შესახებ, სტამბოლში მიმდინარე ნავთობის 22-ე გამოფენის ფარგლებში გამართულ Dewhurst-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტილერსონმა  კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, ფეტოს გასული წლის გადატრიალების მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „დაახლოებით ერთი წლის წინ, თურქმა ხალხმა გადატრიალების მცდელობას აღუდგა და დემოკრატია დაიცვა. 15 ივლისის მოვლენების დროს დაღუპულების ღირსების და გამბედაობის გამო, მათ წინაშე ქედს ვიხრი.  თურქმა ხალხმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და დემოკრატია დაიცვა. დაღუპულებს და დაშავებულებს პატივისცემით მოვიხსენიებ.“ ამერიკელმა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის აღნიშნულ კონგრესს აშშ უმასპინძლებს.  ტილერსონმა კონგრესის შემდეგ, გუშინ ასევე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ჰაბურის სასახლეში შეხვედრა გამართა. პრესისათვის დახურული შეხვედრა 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.



მსგავსი ინფორმაციები