იბრაჰიმ კალინი

პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა, განცხადებები გაავრცელა დღის წესრიგში მდგარი საკითხების ირგვლივ.

763721
იბრაჰიმ კალინი

პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა, სტამბოლის თარაბიის პრეზიდენტის სასახლეში, ჟურნალისტებთან ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე განცხადებები გაავრცელა დღის წესრიგში მდგარი საკითხების ირგვლივ.

აღნიშნა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება უკონფლიქტო რეგიონის შექმნა და საგზაო რუკის განსაზღვრა. ამის შესახებ გუშინ, პრეზიდენტ ერდოღანს სათანადო ინფორმაციები მისცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოუგმაც.  

საკითხის ირგვლივ, დეტალური საუბარი გაიმართება ხვალ ან ზეგ ასტანაში. ტექნიკური შეხვედრების შემდეგ, 8-ში შეხვედრა მოეწყობა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.  კალინის განცხადებით, აფრინიდან ან კიდევ სხვა რომელიმე რეგიონიდან საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, თურქეთი იმავე სახით მოახდენს რეაგირებას.

კალინი შეეხო კატარის კრიზისსაც და აღნიშნა, რომ წინამდებარე რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება. გაგრძელდება ერდოღანის კატარის საკითხებთან დაკავშირებით კონტაქტები.

კატარში არსებული თურქული ბაზა არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნისადმი მიმართულ საფრთხეს.

აღნიშნა, რომ ფეტოს ტერ-ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის, 15 ივლისის, პუტჩის წლისთავთან დაკავშირებით გათვალისწინებულ სამორიგეო პროცესს შეუერთდება პრეზიდენტი ერდოღანიც. ანკარასა და სტამბოლში გაიხსნება ძეგლები.

11-16 ივლისის რიცხვებს შორის,  დღის წესრიგში იქნება ხსოვნის პროგრამები. პრეზიდენტის მონაწილეობით, 4-5 დღეში, ჩატარდება რამდენიმე პროგრამა. 15 ივლისის მოვლენების კვირეულთან დაკავშირებით კონტაქტები დამყარდება  web საიტების საშუალებით.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #პრეს სპიკერი , #კალინი

მსგავსი ინფორმაციები