ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება

განიხილავენ სირიაში შექმნილ მდგომარეობას

761783
ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება

თეთრი სახლის პრეს სამსახური იუწყება, რომ დღეს, თურქეთის დროით 16:30 საათზე სატელეფონო საუბარი შესდგება აშშ-ს და თურქეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და რ.თ. ერდოღანს შორის.

მართალია არაფერია ნათქვამი საუბრის შინაარსის შესახებ, მაგრამ, ვარაუდობენ, რომ ძირითადად სირიაში მიმდინარე მოვლენებს, ანტიტერორისტულ ბრძოლას, ამერიკის მხრიდან სირიაში მებრძოლი ქურთული ტერ ორგანიზაციების-PKK-სა და მისი სამხედრო ფრთის, YPG-სადმი სამხედრო დახმარებების და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

ბოლო პირისპირი შეხვედრა ამ ორ ლიდერს შორის 16 მაისს, ერდოღანის ვაშინგტონში ვიზიტის დროს შესდგა



მსგავსი ინფორმაციები