ორბანის და ილდირიმის ერთობლივი პრესკონფერენცია

ორბანის და ილდირიმის ერთობლივი პრესკონფერენცია

762283
ორბანის და ილდირიმის ერთობლივი პრესკონფერენცია

ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფმა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირს და ევროპას თურქეთი ესაჭიროებათ. მან ამის შესახებ, ილდირიმთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ორბანმა ასევე თურქეთ-უნგრეთის ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „უნგრეთი და თურქეთი ნატოს მტკიცე წევრები არიან. თურქეთი ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში თურქეთის მიერ გაწეული შრომის გამო, ილდირიმს მადლობას ვუხდი. ასევე ევროპაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მიგრანტების საკითხის მოგვარებაში შეტანილი წვლილისათვის თურქეთს მადლობას ვუხდი. თურქეთის სტაბილურობა, როგორც უნგრეთისათვის, ასევე მთელი ევროპისთვისაც სასიკეთოა. საერთაშორისო ფორუმებზე თურქეთთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ.“ ილდირიმმა კი პრესკონფერენცია,  თურქეთ-უნგრეთის  ისტორიულ მეგობრობაზე ყურადღების გამახვილებით დაიწყო და განაცხადა: „ურივე ქვეყანა სამომავლოდაც მაღალი რანგის ვიზიტების განხორციელებაზე შევთანხმდით. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთთან სახმელეთო საზღვარი არ გაგვაჩნია, ჩვენ მათ მაინც მეზობელ ქვეყანად მივიჩნევთ. უნგრეთთან მრავალი დაძმობილებული ქალაქის პოლიტიკა გაგვაჩნია და ამ პოლიტიკის უფრო გაღრმავება გვსურს.“



მსგავსი ინფორმაციები